Thursday, March 29, 2012

ქართული ტრადიციები და ადათ-წესები...


ქართული ტრადიციები და ადათ-წესები...

თამადა, ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთლი მსვლელობის რეგულირება.

თამადა – ეს არის ლხინის ან მწუხარების მიმდინარეობის ორგანიზების ცენტრალური ფიგურა. მას საქვეყნოდ ირჩევს ოჯახის უფროსი. ამ რიტუალით იგი ხაზს უსვამს თამადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თამადა სასურველია იყოს იმ საზოგადოებაში პატივცემული, განათლებული, ენაწყლიანი, მომთმენი. უნდა იცნობდეს ოჯახს, შეკრებილ საზოგადოებას, ქართული სუფრის ტრადიციებს, მსვლელობას. დღევანდელ რეალობაში მთავარია თამადას ეკავოს კარგი თანამდებობა და სხვას უკვე ყურადღება არ ექცევა.


მეკვლეობაახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების ჩვეულება. თავდაპირველად, როცა კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალ სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის — ახალი წლის პირველი მომლოცველის — ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური კვალის გავლება.
ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარიცხვარი ან ცხენი.
...

ჩიჩილაკი, როგორც ტრადიცია და სიმბოლო


ჩიჩილაკი, ხის ფორმის რიტუალური საგანი. მზადდებოდა საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. 

ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხში
...

საახალწლო სუფრის ძველი ტრადიცია



ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.
რაც შეეხება სასმელს, ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

(გამოყენებული მასალა:




ძველი ქართული სამოსი "ჩოხა"


ქართული სამოსელი - ჩოხა

ჩოხა - შესამოსელი კაბაა, რომელიც ქართული სამოსელის ერთერთი მკაფიო მახასიათებელია.
გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები...
ჩოხის შიგნით კი სპეციალურ პერანგს იცმევდნენ, რომლის საყელოც ფიქსირებული იყო.

ვიცით, რომ ის კავკასიიდან შემოვიდა მე-17 მე-18 საუკუნეებში
კავკასიური ტიპის ჩოხა - ტანზე მჭიდროდ იყო შეკერილი, გამოკვეთდა მამაკაცის მხარბეჭს და წელს. მკერდის ორივე მხარეს სამასრეები ქონდა.
წელს ვერცხლის დეტალებით მდიდრულად შემკული ქამარი უმშვენებდათ.

ჩოხა ეროვნული სამოსის სახეს იღებს მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დამდეგისთვის.

(მოგეხსენებათ ჩოხა 21–ე საუკუნეში უკვე სადღესასწაულო სამოსად ითვლება,ძირითადად ქორწილებში სიძეებს ან კონცერტებზე ანსაბლის ბიჭებს ამშვენებს.)

ბიბლიოგრაფია,პარლამენტის ბიბლიოთეკიდან

  1. კაპანაძე, ნათელა
    ბავშვის აღზრდის ქართული ხალხური ტრადიციები / [რედ.: ვ. ითონიშვილი] ; საქ. მეცნ. აკად., ისტორიისა და ეთნ. ინ-ტი. - თბ. : მეცნიერება, 1994. - 132გვ. ; 20სმ.. - რეზ. რუს. ენ.. - ISBN: 5-520-01562-7 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 7386]
    რეზიუმე: საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ რეგიონში შეკრებილი მასალის ანალიზისა და შესწავლის საფუძველზე, წიგნში გაშუქებულია ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული მრავალი ხალხური წეს - ჩვეულება
    UDC: 37.018.1(479.22) + 392(=353.1)
    ითონიშვილი, ვ. (რედ.); 
    K 220.980/3 - საერთო ფონდი
    F 69.865/3 - ხელუხლებელი ფონდი
    P 183/1994 - ხელუხლებელი ფონდი

  1. კაპანაძე, ნათელა
    ხალხური ყოფა და აღზრდის წეს-ჩვეულებანი გურიაში / [რედ.: ი. სიხარულიძე]. - თბ. : მეცნიერება, 1997. - 88გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 83. - [3ლ.], 500ც.[MFN: 7387]
    რეზიუმე: წიგნში განხილულია ბავშვის აღზრდის ძირითადი კომპონენტები-ჩვილობიდან გარკვეულ ასაკამდე. მათი მდგომარეობა საზოგადოებაში და აღზრდის მეთოდები, კერძოდ ბავშვის კულტურა, სულიერი სამყარო და ინტერესები
    UDC: 392(=353.1) + 37(479.22)
    სიხარულიძე, ი. (რედ.); 
    (222.5)39/კ-241 - ქართველოლოგიის განყოფილება
    F 72.116/3 - ხელუხლებელი ფონდი
    P 139/1997 - ხელუხლებელი ფონდი

  1. ტყავაძე, ლაშა
    წიგნი სათამადო : [ქართული სადღეგრძელოები / რედ.: მანუჩარ კაჭახიძე]. - ქუთაისი : აშრიალი, 1995 (ს/ს "სტამბა"). - 16გვ. ; 20სმ.. - 50თ., 1000ც.[MFN: 9524]
    UDC: 392.8(479.22)
    კაჭახიძე, ანზორ (ავტ.);  კაჭახიძე, მანუჩარ (რედ.); 
    K 222.716/3 - საერთო ფონდი
    F 70.603/3 - ხელუხლებელი ფონდი
    P 247/1995 - ხელუხლებელი ფონდი

ქინქლაძე, ზაზა
ქართული სადღეგრძელოები. - თბ., 1996. - 64გვ. ; 17სმ.. - წიგნს ახლავს ავტორის მინაწერი. - სახელშეკრ. ფასი[MFN: 9890]
UDC: 392.8(479.22)
(22)39/ქ-534 - ქართველოლოგიის განყოფილება
F 16.320/2 - ხელუხლებელი ფონდი

ტრადიცია

ტრადიციაზე საუბრისას ევროპელი ამბობს: 

"ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც".

http://shokoladi.ge/content/tradicia-da-tanamedroveoba 

 

Thursday, March 22, 2012

ქართული სუფრის ტრადიციები

ქართული სუფრის ტრადიციები

  ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში, ეროვნული ტანსაცმლისაგან განსხვავებით,ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.  
    წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის 
საგრძნობი განსხვავება იყო.
    აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრუ- ლებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.

დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.